უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან.
„ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან. დაზვერვა ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. ამერიკამ, ევროპამ და ყველა ჩვენმა პარტნიორმა უნდა გაიგონ, თუ როგორ ახდენს ეს მოლაპარაკებების დისკრედიტაციას. ყველა რუსული დარტყმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველამ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა, უნდა იფიქროს, თუ როგორ უზრუნველყოს, რომ რუსები ემზადებოდნენ არა ახალი მასიური თავდასხმებისთვის, არამედ ომის დასრულებისთვის. ზელენსკის მტკიცებით, მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ეს უზრუნველყოს.































































