უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სავარაუდო მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული.
„მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ლიდერები: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მიზანი და რამდენიმე მათგანი უშედეგოდ გამოგზავნეს უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.
მისი თქმით, ზელენსკის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია.
„ყველა ეს დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს,” – აღნიშნა მარკიან ლუბკივსკიმ.
ცნობისთვის, „ვაგნერის“ დაჯგუფება დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ევგენი პრიგოჟინის სახელთან, თუმცა ის „ ვაგნერთან“ ყველანაირ ურთიერთობას უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერს“ სანქციები დაუწესა.