საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად ბრძოლობს.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ეკა ბესელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ.
გია ვოლსკი ბესელიას განცხადებას სისულელეს უწოდებს.
„სისულელეს ლაპარაკობს და ამავდროულად, ლოგიკურად რომელი ასპექტიდან შეიძლება ეს თემა კომპეტენტურად ნათქვამი იყოს ბესელიას მხრიდან? ძალიან კარგად იცის, ეს უნამუსობა საიდან მოდის, ვინ აკეთებდა და ხალხს ასეთი მასალებით ვინ აშანტაჟებდა.
მისი მხრიდან ხელის გაშვერა უსაფუძვლოა და ცოტა ვერ არის ზნეობასთან ახლოს. განცხადება არის სისულელე, თან შემაძრწუნებელია, როცა ადამიანი ასეთ ნაბიჯზე მიდის“, – განაცხადა ვოლსკიმ.