“ის სიტუაცია რომელიც არის შექმნილი მეტწილად არის ხელოვნური, როგორ შეიძლება ამ კანონპროექტს რაიმე რუსული ეცხოს”,_ ამის შესახებ განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ გააკეთა.
“საოცარია, რომ არავინ არ გამოდის და არ იძახის, რაზეა ლაპარაკი? გამჭვირვალობა გინდათ? აი, ჩვენი ანგარიში. რად უნდა კანონპროექტთან დაკავშირებით ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა, თუ რაღაც არ იმალება ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯების უკან”,_ განაცხადა ვოლსკიმ.