ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე ფეისბუქგვერდზე ბაილეთის საჯარო სკოლაში უძველესი ზარის აღმოჩენის შესახებ იუწყება.
როგორც მან „გურია ნიუსთან ” განაცხადა, ახლახან აღმოაჩინა ეკლესიის ზარი, რომელსაც აქვს წარწერა „ვრეკავ იმისთვის, ვინც მიყვარს” და 1820 წლითაა დათარიღებული.
_აღნიშნულ სკოლაში მუშაობა დავიწყე და აქ შემთხვევით აღმოვაჩინე. ეს ზარი ყოფილი ხის ეკლესიიდანაა, როგორც აქ მითხრეს და მოსწავლეებისთვის რეკს, უშუქობის დროს. მერე სხვა საინტერესო მასალაც მოვიძიე ამ ზარის შესახებ და მალე მოგაწვდით, _გვითხრა ირმა გორდელაძემ.