შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ქეთი კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენის 9 რეისით 40 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
80-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან დღეს დილით გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ათეულობით მოქალაქე რჩება. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება რაჭაში დაკარგული ადამიანის სია.
გვანცა ბუბაშვილი სალომე ხეთაგური
ნინო კენჭაძე
გენადი სულთანიშვილი
სოფო ბაკურაძე
მეგი და გიგო გუტაშვილები
შორენა ბიჭაშვილი თავისი შვილებით
მაისურაძეები და-ძმა
თემური ჩარკვია
ნინიკა ჩალაძე
დიტო ფირცხალა
ვალაგვანთელი ბიჭები
სოფო და გიორგი ყარალაშვილები
დავით ბერიაშვილი
ნატო ჭელიძე 3 შვილთან: ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები.
სიას ჟურნალისტი ანა წერეთელი აქვეყნებს.