დღეს, დილიდან ოზურგეთში, თხილის ჩაბარება, ჩვეულებრივად, დილაადრიან დაიწყო. არ შეცვლილა „გულშიშველას“ ფასი, _ ერთი კილოგრამი კვლავ 2, 50 ლარი ღირს.
სამაგიეროდ დაიწყეს „ბერძნულას“ ფასის მომატება, მხოლოდ გატეხვის მეთოდით.
„ვტეხავთ მხოლოდ ბერძნულას“, _ ისმის თხილის მიმღები ჯიხურებიდან.
ყოველი ათი ცალი გატეხილი თხილის გულიდან, რამდენიც საღი იქნება, იმდენ 40 თეთრს მიიღებს თხილის მომტანი. საშუალოდ ეს არის 3 ლარი ერთ კილოგრამზე.
_ათივე საღ გულს ვერსად ნახავთ. 7-8 ცალი ამოდის საშუალოდ. მერე ამრგვალებენ და სამ ლარს აძლევენ ხალხს ერთ კილოგრამში. ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი თხილის ფასის ამბავში. ახლა „გულშიშველას“ საერთოდ არ ტეხენ. თუნდაც ათივე კაკალი აბსოლუტურად ჯანსაღი იყოს, მაინც 2,50 ლარი ღირს ერთი კილოგრამი! აი, ესაა უკუსვლა ყველანაირად. თხილი რომ ხმება და რატომ, ეს რომ არავინ იცის კიდევ, სხვა ამბავია, _ გვეუბნება ოზურგეთელი ქალბატონი, ნათელა ღლონტი, რომელსაც, როგორც თავად გვითხრა, სათხილე ფართობი სოფელ ნაღობილევში აქვს და ნახევარზე მეტი პლანტაციისა, უკვე გახმა.
თხილის, როგორც მცენარის მასობრივ ხმობაზე, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას.
ავტორი