დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლისთან ერთად ის “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს. ინჯია საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს და მბობს, რომ ქვეყანა ახლა ქვეყანა ურთულესი გამოწვევბის წინაშე დგას და პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
იჯიას აზრით, მმართველი პარტია “თითქოს ხელს უწყობს” იმას, რომ ოპოზიციური პარიტები პარლამენტში არ შევიდნენ და ოპოზიციის ქუჩაში ყოფნა “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს ხელს.
“პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ “პატრიოტთა ალიანსს, ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისთვის, თუმცა როდესაც არსებობს, პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით, დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფსებს”, – თქვა ფრიდონ ინჯიამ
თავის მხრივ, ინჯიამ, ქვეყნის ყველა ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, რადგან მისი აზრით, “სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა”.
ასევე, ფრიდონ ინჯიას ცნობით, ის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას “ევროპელ სოციალისტებს” წარადგენს.