ცნობილი მსახიობი მილა იოვოვიჩი უკრაინის დედაქალაქ კიევშია დაბადებული. მამამისი ეროვნებით სერბია დედა კი – რუსი. ბავშვობიდან რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებითაა აღზრდილი.
იოვოვიჩმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის მხარდამჭერი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„მომხდარით გულგატეხილი და შეძრწუნებული ვარ. ვცდილობ, გავიაზრო ის, თუ რა ხდება დღეს ჩემს სამშობლოში, უკრაინაში.
ჩემს ქვეყანას და ხალხს დღეს ბომბავენ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან.
მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები. თვალს ვადევნებ განვითარებულ საშინელებას, ქვეყნის ნგრევას, ოჯახების დევნილობას, რომელთა მთელი ცხოვრებაც განადგურებულია“, – დაწერა მსახიობმა.
[sexy_author_bio]