“ვწყვეტ უფლებამოსილებას, პირადი განცხადების საფუძველზე”,- ამ შინაარსის განცახდებით მიმართა სენაკის საკრებულოს “ენმ-ს” წევრმა , ვახტანგ წურწუმიამ.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტში არჩეული ვარ სენაკის საკრებულოს წევრად, სოფ. თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარად, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. მოგმართავთ პირადი განცხადების საფუძველზე, რომ ვტვოვებ ქ.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ვწყვეტ უფლებამოსილებას პირადი განცხადების საფუძველზე”,– წერია განცხადებაში.
სულ სენაკის საკრებულოში 33 წევრია, მათგან 16 ქართული ოცნებიდანაა, ენმ- 13, პარტია საქართველოსთვის კი 4.