ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი ფილმების გადაღებისათვის თავის დანებებას აპირებს.
86 წლის ალენი ამჟამად თავისი 50-ე ფილმის გადასაღებად ევროპაში იმყოფება.
რეჟისორის ახალ კინოსურათში, რომელიც მთლიანად ფრანგულ ენაზე იქნება, მოქმედება პარიზში ვითარდება.
ალენის მტკიცებით, ეს ფილმი „აღმაფრთოვანებელი, დრამატული და ძალიან ავბედითი განცდის მატარებელი იქნება“.
ავტორი