ჰავაიზე მდებარე კილაუეას ვულკანის კრატერიდან მუდმივად ლავა იფრქვევა და ზღვაში ჩაედინება. ლავის ტემპერატურა ზოგჯერ 700-დან 1200 გრადუსამდე მერყეობს.
ჰავაის კუნძულის ხუთი ვულკანიდან, კილაუეა ყველაზე აქტიურია და 1983 წლიდან მოყოლებული განუწყვეტლივ იფრქვევა.
ჰავაი წყნარ ოკეანეში მდებარე “ცეცხლის ბეჭდის” ნაწილია, რომელსაც ნალის ფორმა აქვს და მსოფლიოს აქტიური და მძინარე ვულკანების 75 პროცენტის სამშობლოა.
ჰავაელები ვულკანებს დიდ პატივს სცემენ და უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ კრატერებიდან წამოსული ვულკანური ნისლი კუნძულს ხშირად ფარავს ხოლმე.