ჰავაიზე ვულკანიდან ამოტყორცნილი ლავა ნავს მოხვდა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ერთმა მგზავრმა ფეხი მოიტეხა, სხვებმა კი დამწვრობა მიიღეს. როგორც ცნობილია, ვულკანმა ამოფრქვევა მაისში დაიწყო და ასობით სახლი გაანადგურა. ვულკანიდან დღემდე გაზი და მტვერი ამოდის. მგზავრების ნაწილის თქმით, ნავი სანაპირო დაცვის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილს გაცდენილი იყო. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved