ინდოეთში კუნძულ ფლორესზე ვულკანი ამოიფრქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ვულკანური მასა კრატერიდან 6 კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა და ახლომდებარე სოფლები ვულკანყრმა ნამსხვრევებმა დაფარა. მოსახლეობა იძულებული გახდა გაქცეულიყო.
როგორც კატასტროფების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 10 000-მდე ადამიანი დაზარალებულია. მოსახლეობის ნაწილმა ახლობლებს შეაფარა თავი, დროებითი თავშესაფრის მოწყობას კი ხელისუფლება სკოლის შენობებში აპირებს.