დღეს, 6 მარტს, ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში მომხდარი შემთხვევისას ერთი პირი დაშავდა. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
,,სამხრეთის კარიბჭეს“ ინფომრაციით მისი მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების მონათხრობით, მანქანის ტექნიკური მომსახურებისას საბურავი გასკდა, რომელიც ხელოსანს მოხვდა.
ვრცლად: სამხრეთის კარიბჭე