მერაპის მთაზე ვულკანმა ამოფრქვევა იმ დროს დაიწყო, როცა მთაზე 120-ამდე მთამსვლელი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას SBSNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მთამსვლელები საჭმელს აკეთებდნენ და შეძლეს იმ მომენტის გადაღება, როცა ვულკანიდან ფერფლი და კვამლი ამოვიდა.
ინდონეზიის ხელისუფლებამ მთის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ევაკუაციის ბრძანება გასცა. ფერფლის და კვამლის გამო ასევე დაიკეტა ახლომდებარე აეროპორტიც.
როგორც ცნობილია, მთამსველელებმა მთა უსაფრთხოდ დატოვეს.