ჰავაიზე ვულკანის მიერ განადგურებული სახლების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას FOXNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვულკანმა გუშინ 9 სახლი გაანადგურა.
კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რის გამოც 1 700-ზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია გახორციელდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას.