საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავებას ამერიკული გამოცემა Washington post ეხმაურება.
როგორც გამოცემა წერს, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებიდან, რომელშიც ამბობდა, რომ ის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნდა, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საათის შემდეგ გამოაცხადა, რომ ის დააკავეს.
,,საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ყოფილი ლიდერი ცდილობდა მომხრეების მობილიზებას ეროვნული მუნიციპალური არჩევნების წინ, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური შემადგენლობისათვის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი, რომელიც დაუსწრებლად იქნა გასამართლებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს.
სააკაშვილი ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა, რომელმაც პარასკევს ფეისბუქზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ ის კვლავ ქვეყანაში იყო.
დაკავების დეტალები დაუყოვნებლივ არ იყო ცნობილი, მაგრამ პარასკევს საღამოს ქართულმა ტელევიზიამ გაავრცელა სააკაშვილის დაკავების ვიდეო _ ხელბორკილებით, სახეზე ღიმილით დაკავების მომენტში, _ წერს გამოცემა.
Washington post, ასევე წერს, რომ თავდაპირველად მთავრობა უარყოფდა, რომ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა.
,,ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში კი სააკაშვილმა თქვა, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში, _ წერს ამერიკული გამოცემა.
Washington post ასევე წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი 8 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ის მაინც განიხილებოდა, როგორც წამყვანი ოპოზიციური ფიგურა, მან თავის მომხრეებს თბილისში, კვირას, აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
[sexy_author_bio]