euronews-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,COVID 19-ის შემთხვევები გლობალურად იზრდება.
„ მონაცემები 84 ქვეყანაში იუწყება, რომ SARS-CoV-2-ზე დადებითი ტესტების პროცენტი იზრდება რამდენიმე კვირის განმავლობაში“, – თქვა ექიმმა მარია ვან კერხოვემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-ის ტექნიკურმა ლიდერმა.
”საერთო ჯამში, ტესტის დადებითი მაჩვენებელი 10 პროცენტზე მეტია, მაგრამ ეს მერყეობს რეგიონის მიხედვით. ევროპაში პროცენტული პოზიტივი 20 პროცენტზე მეტია,” _ დასძინა მან.
”ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის საგანგაშო ვარდნა, განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებსა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, ორ ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში, ეს სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს”,_ თქვა მან.