აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კიზინგერმა კონგრესის წამომადგენელთა პალატაში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცის WIFR ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ილიონოისის შტატის მე-16 ოლქში, ადამ კიზინგერმა ,,დემოკრატების“ კანდიდატი, დანი ბჟოზოვსკი დაამარცხა. კიზინგერმა ამომრჩეველთა ხმების 65%-ი მიიღო.
ცნობისთვის, აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ასევე ამერიკელი ხალხი 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და 2 ტერიტორიის გუბერნატორს და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევს.