გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა
8-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 9 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
9 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება, _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.