ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ზურაბ ანდღულაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც სახანძრო სამსახურში “გურია ნიუსს“ უთხრეს, ორსართულიანი სახლის მეორე სართული სულ განადგურდა, პირველი კი _ ნაწილობრივ.
სახლში ოჯახის წვერები იმყოფებდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩაზე თ.ბ. კუთვნილ სუპერმარკეტში საწყობი დაიწვა.
როგორც მაღაზიის მეპატრონის ახლობლები ამბობენ, ზარალი 20 000 ლარს აღწევს.