https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ხვრინავდა რამაზ ხარშილაძე

6:05; 18.05.2019
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

იყო დრო, როდესაც ქართველ სპორტსმენებს უცხოეთში ასპარეზობა მხოლოდ ყოფილი სსრკ-ის გუნდებში მოხვედრით შეეძლოთ. ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებშიც ხშირად ვვარდებით.

დღევანდელ წერილში რამდენიმე თანამემამულე მოჭიდავის საზღვარგარეთულ „ისტორიას“ გაგაცნობთ. რასაკვირველია ჩვენებურებმა  თავს დამტყდარ მოულოდნელობას თავი ღირსეულად გაართვეს და ქართულ ადათ – წესებსა და მენტალიტეტს უცხო ქვეყნის ცის ქვეშაც არ უღალატეს.

ვლადიმერ კანკავა: „1969 წელია. არგენტინაში ვართ. მსოფლიო ჩემპიონატია. ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ფინალში გავიდნენ რომან რურუა და ომარ ბლიაძე.

წინა საღამოს რომანი და ომარი ერთ არგენტინულ სასადილოში შესულან, მსუბუქად უნდა წაივახშმონ. შესულან ეს ხვალსაფინალო ომარ – რომანი და ხედავენ, როგორ ატრიალებენ ციკანს უზარმაზარ შამფურზე.

შემოუსხდნენ ქართველები მაგიდას და ომარი რომ არ ელოდა, რომანი ოფიციანტს ეუბნება.

– ორი მწვადი და ორი ცივი, ცივი ლუდი.

– გაგიჟდი ბიჭო?! – გადაირია ბლიაძე.

– მომიტანეთ! – ისევ გაიმეორა რურუამ. ოფიციანტმა წუთში მოაგელვა დაკვეთილი.

– მე არ დავლევ! – გააპროტესტა ბლიაძემ.

– მე – კი – თქვა რომანმა და სიცხისგან გათანგულმა ნეტარებით ჩამოსცალა დაორთქლილი, ლუდით სავსე კათხა… ამ პროცედურას მორჩა და ციკნის მწვადს „შეუტია“.

რომანის გაჩერება აღარ შეიძლებოდა. 300 გრამ მწვადს კი ერთი კილოს მომატება შეძლებია. რომანმა ბლიაძის წილი ლუდიც დალია და დაბრუნდნენ სასტუმროში, თუმცა მთავარ მწვრთნელს, ანატოლი კოლესოვს „აღსარება“ ჩააბარა – შევცოდე „ანატოლ-მამაოო.“

იმ ღამეს რომანმა ტკბილად დაიძინა. ბლიაძეს თვალი არ მოუხუჭავს, ფინალზე ნერვიულობდა. გათენდა მეორე დღე. რომანმა მოიგო შეხვედრა, ომარმა – წააგო.

– ა, ბიძია – ექირქილება რომანი კოლეგას, – შენ იმარტვილე და წააგე. მე მწვადიც მივირთვი, ლუდიც და, მოვიგეო.“

ჯემალ ნათელაშვილი: „60-იანი წლებია. ტურნეში ვართ შვეიცარიაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა წყობილების პერიოდში ძალიან ცოტა ფულს გვიხურდავებდნენ. უბრალოდ, ქუჩაში „ბუტერბროდი“ და ერთი ჭიქა წვენი რომ გვეყიდა, დაახლოებით იმდენს. ამიტომაც ნაცნობ ხერხს მივმართეთ. ზოგმა რა შევიძინეთ, ზოგმა რა. ჩემმა ერთმა თანაგუნდელმა ოცი ცალი საშუალო ზომის „იკრის“ კონსერვი წამოიღო და ეს ამბავიც აქედან დაიწყო.

ლოზანაში შესანიშნავი სასტუმრო დაგვახვედრეს. „იკრიანი“ თანაგუნდელი ჩემს ნომერში მოხვდა. ცუდი ის გახლდათ, რომ ნომერში მაცივარი არ იდგა და ეს კონსერვები ერთი კვირა ჩემოდანში ეწყო.

რამდენიმე დღეში „ჯიბის ფული“ შემოგვაკლდა. გაგვაცნეს იქაური რესტორნის მეპატრონე ბერძენი, რომელმაც მთლიანად შეიძინა ჩვენი 20 კოლოფი „იკრა“ და გვარიანი თანხაც გადაგვიხადა.

– რა სჯობს ქეიფსა და ლხენას! – შევძახეთ და ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში კარგა გვარიანად ვისადილეთ. სამწუხაროდ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მესამე დღეს ქაქანით მოვარდა ჩვენი შუამავალი, „ტავარი“ რომ გაგვაყიდინა.

– კაცო, ეს რა მიყავით, ყველა კოლოფი გაფუჭებული აღმოჩნდაო.

ვაი ჩვენს დღეს! რით გინდა გადაუხადო? ფული უკვე დავხარჯეთ.

– რა ვქნათ ახლა?! – მეკითხება „იკრის“ ყოფილი პატრონი – რით გავისტუმროთ ეს ვალი? თანაც ისე, რომ მწვრთნელმა არ გაიგოს?! სხვა გზა არ იყო და დავიწყეთ თანაგუნდელებთან – „დარი –დური“. ზოგს სუვენირად წამოღებული კონიაკი „ვარციხე“ გამოვართვით. ზოგს ქართული „ჭაჭა“, ზოგს რა, ზოგს რა და ძლივს გავისტუმრეთ ის გადარეული ბერძენი.“

გურამ გოგოლაური: „ესპანეთი ჩვენმა ახლანდელებმა მესით, გვარდიოლათი, კასილიასით იციან, მაგრამ ბევრმა არ იცის, ჩვენ რა ამბავი გადაგვხდა.

იმ წელს გუნდური ჩემპიონები გავხდით, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ხელმძღვანელობამ ტურნეს გეგმაში ჩვენი კორიდაზე დასწრება დაგეგმა. მთელი ნაკრები და ადგილობრივი მოჭიდავეებიც ერთად წავედით ამ უდიდებულესი სანახაობის სახილველად. სიურპრიზი თურმე იქ გველოდა.

გამორეკეს ეს „საბრძოლო ხარები“. შეაგდეს სპეციალურ ფარეხში და გრძელი, წვეტიანი კეტებით აღიზიანებენ… აღიზიანებენ, რომ მერე ეს უცოდველი, გაბოროტებული პირუტყვები არენაზე გამორეკონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და სასეირო ჯერ არაფერია. სასეირო სულ 10 წუთში მოხდა.

– ვინაა მსურველი მსოფლიო მოჭიდავეთაგან, რომ არენაზე ჩამოვიდეს!!! მაყურებლებს მიმართავს ადგილობრივი ინფორმატორი…

„ვაი, ჩვენს თავს! – როგორია!“ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ინგლისელი მოჭიდავე გადავიდა არენაზე და დანარჩენებს ხელებით ანიშნებს – მოდით, რისი გეშინიათ, მოჭიდავეები არ ხართო?! არა… რაღა ვქნათ ახლა? ჭიდაობა კი ვიცით, მაგრამ შავ ხარებთან რა იჭიდავებს კაცო! ცოტა ხანში ვიღაც რუსი ვიტიუშა მოჭიდავეც გადახტა – „ჩტო ბუდეტ – ბუდეტ, მაც რადნაია“- ო.

გადავხედეთ ერთმანეთს. ამ დროს რამაზ ხარშილაძემ გამოიჩინა შესაშური გამბედაობა. „შენ დაუკარ“! არ უთქვამს, მაგრამ გაბედულად გადახტა და ამოუდგა გვერდში რუს –ინგლისელს. მეტი მსურველი არ აღმოჩნდა და გაუღეს კარები ამ გადარეულ ხარებს.

– რამაზ თავს უშველე! – ვიყვირეთ ჩვენ, მაგრამ ყიჟინაში ჩაინთქა. ხარმა ჰაერი დაყნოსა ავბედითად და რატომღაც ინგლისელი, უზარმაზარი წონის ღიპიანი „მოეწონა“! გაენთო რქებით. ინგლისელს სულ დაავიწყდა საერთოდ ვინ იყო და მოუსვა თავშესაფარში. გაიქცა და მიიღო კიდევაც ორი ძლიერი რქა.

მეორე ხარი რუსს გამოეკიდა, რუსმა იბღავლა და ისიც შეძვრა თავშესაფარში, ინგლისელ ღიპიანს ამოეფარა უკან. ამ ჩვენსას… ხარშილაძეს რატომღაც წითელი ჯემპრი ეცვა მაინცდამაინც იმ დღეს. ბღუუო – დაიძახა ხარმა და სანამ ხარი რაიმე უბედურებას მოიგონებდა ხარშილაძემ წუთში რვა წრე დაარტყა არენას. ბოლოს, რომ შეხედა ხარი აღარ ეშვებოდა, მანაც თავშესაფარს მიაშურა, მაგრამ ნურას უკაცრავად – ღიპიანმა ინგლისელმა არ შეუშვა – სადაა შენი ადგილიო.

გადაირია მაყურებელი. როგორც იქნა „მაშველებმა“ ხარი დაიჭირეს და გადარჩა ჩვენი რამაზი. ოღონდ მთელი თვე რომ ეძინა ასე ხვრინავდა: ხხხ – არი, ხხხ – არიი!!!“

ჯუმბერ დავლიანიძე: „პოლონეთის ქალაქ ლოძში ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა თავისუფალ ჭიდაობაში. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს მოჭიდავეთა დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი. მძიმე წონაში ჩვენი გუნდის ინტერესებს ნოდარ მოდებაძე იცავდა.

ქართველმა ძლიერი მეტოქეები ზედიზედ დაამარცხა და შეჯიბრების დასრულებამდე ერთი დღით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

საღამოს სასტუმროში ვახშმობის შემდეგ მე და ნოდარი მასპინძლებმა ღამის „სტრიპტიზ ბარში“ დაგვპატიჟეს.

შუაღამისას, მიმზიდველმა ქალბატონმა ურიკაზე დამაგრებულ – დამონტაჟებული ვარდებით სავსე კალათა შემოაგორა. ნოდარი გამარჯვებისგან გამოწვეულ ეიფორიაშია. სულ არ დაგიდევთ სადაა და სად ზის და თავის გამარჯვების აღსანიშნავად იქაურ ქალბატონებს (ბარში ვინც იმყოფებოდა) თითო ვარდი „შეუძინა“ „ოტ გრუზინსკავა ბარცა“.

რაც ზლოტები და დოლარები ჰქონდა, პირწმინდად იქ დაატოვებინა „ურიკიანმა“ ქალმა. რაღაც თანხა მეც დავუმატე, თორემ აშკარად „ვიწვებოდით“, რადგანაც თურმე იქ თითო ვარდი ღამის ბარში, ქუჩასთან შედარებით 10-ჯერ ძვირი ღირდა.

ჩაშხამდა ის ჩემპიონობა. რაც სახლიდან „საყიდლები“ დააბარეს, სულ ვარდებში „დაიფშვნა“. მეორე დღეს მეხვეწებოდა, „თბილისში ეს ისტორია არ მოყვე, ვითომ ფული გზაში დამეკარგაო“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27 იანვარი, 2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26 იანვარი, 2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026

„ლოყა არ დაიბანო“

საჯარო რეესტრმა საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (R)

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31.01.2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო