ძლიერი ყინვა საქართველოში 15 თებერვლამდე გასტანს, _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა ღამით მინუს 10 გრადუსამდე დაიწევს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდი კვლავ შენარჩუნდება. ბარში წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი. სავარაუდოა ზვავსაშიშროებაც. ზღვაზე კი 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან.