ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. მას შემდეგ, რაც თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დატოვა, ქუცნაშვილის თქმით მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს დარჩეს თანამდებობაზე.
„მე არ მაქვს თანამდებობა პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი. ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, მზად ვარ, დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.