რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახემწიფოდ აღიქვამს და სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლით ან არჩასვლით და ვიდრე შიდა ვითარება საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრას თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება.
„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც ამ მომენტით, ამ შესაძლებლობით, პოტენციური თუ განუხორციელებლით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო ანგარებიანი ინტერესისთვის. ვიდრე შიდაპოლიტიკური, შიდა ვითარება საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება და იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“,_ განაცხადა ზახაროვამ.