შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერი გამოვიდა და სააკაშვილის არც სახელი და არც გვარი ნახსენები არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„რამდენი მინისტერიალი, მაღალი დონის შეხვედრა, სამიტი გამოვიარეთ და მსგავსი მსჯელობა არსად ყოფილა. რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები საკუთარ თავს იტყუებენ. ჩვენს მოქალაქეებს ხომ ატყუებენ და ატყუებენ , რომ თითქოს ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებს მთელი მსოფლიო . სიცრუეა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა.