რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ მასმედიაში საინტერესო გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა.
აღმოჩნდა, რომ ზამთარში დაბადებულ ბავშვებს მეოთხედით უკეთესი მხედველობა გააჩნიათ, ვიდრე ზაფხულში დაბადებულებს.
სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, ბრიტანელი ოფთალმოლოგები 300 ათას ბავშვს დააკვირდნენ.
მიღებული მონაცემების მიხედვით, ივნისსა და ივლისში დაბადებული მოზარდები მიოპიით არიან უფრო ხშირად დაავადებულები, ვიდრე ისინი, რომლებიც იანვარ-დეკემბერში დაიბადნენ.
ბრიტანელი სპეციალისტების აზრით, ეს სხვაობა გამომდინარეობს ზაფხულის მზის სინათლის ორგანიზმზე ზემოქმედებიდან.
ცდებმა აჩვენა, რომ ძლიერი სინათლე ჰორმონ მელატონინის გამოყოფას ზრდის. ეს კი თვალის კაკლის დაგრძელებას იწვევს, რასაც შემდეგ ახლომხედველობა მოჰყვება.