საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
“ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის – 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – 300 ათასი ლარი იქნება.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ”,_ აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
































































