ხვალ, 4 თებერვალს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტს აიღებს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 20 თებერვალს დასურლდება.
ზამთრის თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური გუნდი 9 სპორცმენით, 3 სპორტის სახეობაში იქნება წარმოდგენილი (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა).
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები არიან:
- მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).
- ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).
- მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).
- კარინა საფინა/ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).
- ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა.
- სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამურობა.
- საბა ქუმარიტაშვილი – ციგაობა.
სასიხაურლო და აღსანიშნია ფიგურულ მოციგურავეთა მიღწევა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგურავეები ერთდროულად ორ სეგმენტში, გუნდურსა და ოთხივე კატეგორიაში ინდივიდუალურ სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას.
პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი. ხოლო, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იქნებიან.
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.
[sexy_author_bio]