ჰაკერები ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებული მონაცემების მოპარვას ცდილობენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC კიბერ-უსაფრთხოიების ფირმა McAfee-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციებს ფიონგჩანგში გასამართ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ელ. ფოსტაზე დავირუსებული შეტყობინებები მიუვიდათ.
როგორც კიბერ-უსაფრთხოების ფირმაში აცხადებენ, თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები ჯერ გამოვლენილები არ არიან, მაგრამ მომავალი ოლიმპიადისთვის მეტი ჰაკერული თავდასხმაა მოსალოდნელი.
მათივე განცხადებით, მსგავსი თავდასხმების დროს ჰაკერები ცდილობენ პაროლები და ფინანსური მონაცემები მოიპოვონ.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს ფიონგჩანგში მომდევნო თვიდან აიღებს.