24 ივლისს ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გიორგი კიკალიშვილის ახალი მხატვრული ფილმის _ „ზაფხულის პირველი დღე“ _ პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ქართულ ფეხბურთზე და ერთი პატარა ბიჭის ისტორიაზეა გადაღებული. იგი ყველა თაობის ფეხბურთელს, მათ შორის, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ ვეტერანებს აერთიანებს.
გურიაში გაზრდილ, მეგრელ ბიჭს, გიორგი დარასელიას ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაგრამ თამაში არ გამოსდის. მას ღამით ვეტერანი ფეხბურთელები ეცხადებიან და კონკრეტული მესიჯებით ასწავლიან ფეხბურთის თამაშსს. ბოლოს, ვიტალი დარასელიას თასის მოსაპოვებლად ბარსელონასა და თბილისის დინამოს შერკინება ახალი თაობის ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით სრულდება.
ფილმში ჩოხატაურის თეატრის მსახიობები: ქეთევან კუკულავა, გოგი ცინცაძე და ვასილ ბუბუტეიშვილი მონაწილეობდნენ.