რუსეთის ჯარებმა ზაპორიჟიეს რაიონს დაარტყეს. განადგურებულია ერთ-ერთი სოფლის ადმინისტრაციული შენობა. ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
“ზაპორიჟიეს რაიონის ერთ-ერთ თემში სოფელი კვლავ დაბომბეს. დარტყმის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ადმინისტრაციული შენობა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”, – აცხადებს ოლეკსანდრ სტარუხი, ზაპორიჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.
ამ დროისთვის ადგილზე ტერიტორიას ასუფთავებენ.
სტარუხის თქმით, ჩინოვნიკები ახალი, უფრო კომფორტული შენობის პროექტის შემუშავებას იწყებენ.