რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. უკანონო სამუშაოები კვლავ გრძელდება ზარდიანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს აახლებენ და ამყარებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ფაქტზე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
წყარო: იმედი