როცა, საათის ისრები წყვეტს მოძრაობას,მაშინ კიდევ ერთი სამყარო კვდება. დიახ, კვდება და დიახ, სამყაროა ერთი ადამიანის არ ყოფნით გამოწვეული გაუსაძლისობა, რომელიც დაუსრულებელ კოშმარულ სიზმარს ჰგავს და მთელი სიმძაფრით ვლინდება, იღჟენთება ადამიანის სულსა და გონებაში.
ჩემმა სოფელმა კიდევ ერთხელ ჩაიცვა გლოვის სამოსი!
ჩემს სოფელში კიდევ ერთი სამყარო გადაიცვალა!
ჩემს სოფელში ზარივით ისმის დედის სულის შემძვრელი და აუტანელი ტკივილი, რომელიც სხეულის თითეულ ნაწილს ნაწილებად ფლეთს!
ჩვენი დათო წავიდა უფალთან!
შევხვდებით მეგობარო! _ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი ანა თავართქილაძე.
ცნობისთვის, 32 წლის დათო თავართქილაძე გუშინ ახლობლებმა, ბათუმში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ის უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ ჭაჭიეთში.
გარდაცვლილს მეუღლე დარჩა.
“გურია ნიუსი” მწუხარებით უსამძიმრებს განსვენებულის მშობლებს, მეუღლეს, ძმას, ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.