„ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. შპს ლაგი კაპიტალი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა. – ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს
დიზაინერ ნინა ზარქუას მეუღლემ შიდა ქართლში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში სკოლები და ბაღები უნდა ააშენოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაარემონტოს.
ალექსანდრე ამისულაშვილის კომპანიას საჭირო გამოცდილება საერთოდ არ აქვს. უფრო მეტიც, სახელმწიფო ტენდერშიც კი პირველად იღებს მონაწილეობას.