მიუხედავად იმისა, დღევანდელი მედიის მთავარი თემა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგგარეშე არჩევნებია, უმრავლესობა ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევას არასერიოზულად აღიქვამს და თავიანთ კომენტარებში დამამცირებელი იუმორი გაცილებით მეტია, ვიდრე სერიოზული შეფასებები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან” ზაზა ადეიშვილი ხაბეიშვილის გამარჯვებას ენმ- ს მარგინალიზაციის დამარცხების წინაპირობად მიიჩნევს:
,, ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ერთი დიდი ბრეზენტი, ველოსიპედიანი დათვი და რამდენიმე წითელი ცხვირი მოიძიონ და მშვენიერი შაპიტო იქნება. ეს იუმორით და სერიოზულად ხაბეიშვილის არჩევით ენმ-ამ, ისედაც ყველაზე რადიკალურმა და დესტრუქციულმა ძალამ ხმა მისცა და აირჩია რადიკალიზმის და დესტრუქციის გაზრდის გზა. ჩემი აზრით, ენმ-ის მეტნაკლებად ინტელექტუალური და შედარებით კონსტრუქციული ფრთა უმცირესობაში აღმოჩნდა და არაა გამორიცხული, მალე პარტიის გარეთაც აღმოჩნდება. ხაბეიშვილი რომ მარიონეტია და მის უკან, გვამებზე დაგეშილი ვანო მერაბიშვილი და ქართული ჯარის ხარჯზე გამილიონერებული კეზერაშვილი, რომ დგანან, მაგას თავადაც არ მალავენ ვითომდაც არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მებრძოლები. საერთო ჯამში, კარგია კლოუნი ხაბეიშვილის გამარჯვება – იმედია, საბოლოოდ დასრულდება ენმ-ის მარგინალიზაციის პროცესი და ოპოზიციურ ფლანგზე მეტი ასპარეზი მიეცემათ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს.”
ავტორი