საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა.
2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა – კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად, მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა, კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე ბოლომდე დარჩა.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ცნობისთვის, ზაზა დამენიას სახელს ატარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა და,ასევე, ერთ-ერთი ქუჩა ოზურგეთში.



































































