ოზურგეთის საჩოგბურთო კორტებზე დასრულდა საქართველოს ეროვნული გმირის,ზაზა დამენიას სახელობის თასის ფინალური მატჩი ჩოგბურთში.
გივი სიამაშვილმა დრამატულ ბრძოლაში სამ სეტში 6-7, 6-3, 6-4 სძლია მამუკა კილაძეს და ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა.
ფინალისტებს ჯილდო ზაზა დამენიას დედამ, ქალბატონმა ციური წერეთელმა პირადად გადასცა.
გამარჯვებულებს გადაეცათ ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების გაერთიანების მიერ დაწესებული პრიზები.
ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარემ გელა ბაქანიძემ ტურნირის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა…
ფინალს ესწრებოდნენ მატჩს ესწრებოდნენ ზაზა დამენიას ოჯახის წევრები, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.