ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებიდან ერთი წელი გავიდა.
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანადიროდ იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის ე.წ მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.
ზაზა გახელაძე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დადანაშაულებულია რუსი მესაზღვრის მკვლელობის მცდელობასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. გახელაძე ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ციხეშია და მისჯილი აქვს თორმეტი წელი.