უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, მოსკოვში 9 აპრილის აღლუმზე დამსწრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების უსაფრთხოების გარანტიას ვერ გასცემს, _ იუწყება interfax.com.ua
„ჩვენი პოზიცია მარტივია: არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. მოსკოვში 9 აპრილის აღლუმზე დამსწრეთა უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ _ არ ვიცით, რას გააკეთებს რუსეთი ამ დღეებში. ჩვენ უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს: არ გირჩევთ რუსეთში ვიზიტს და თუ ამას მაინც გააკეთებთ, ჩვენ პასუხს ნუ მოგვთხოვთ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა”, _ თქვა ზელენსკიმ.
































































