“2023 წლის 9 აპრილის ღამეს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ზაპორიჟჟია S-300 რაკეტებით. ასე გაატარა ტერორისტულმა სახელმწიფომ ბზობის კვირა. ასე აყენებს თავს რუსეთი მსოფლიოსა და კაცობრიობისგან კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში,_ შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა, იუწყება Ukrinform.
“დღეს ღამით რუსეთის არმიამ ზაპორიჟჟია S-300 რაკეტებით დაბომბა.
სახლს, კორპუსს შეეჯახა. შიგნით სამი ადამიანი იყო. კაცი, ქალი და ბავშვი – გოგო, ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც მოკვდა. ვუსამძიმრებ… ქალბატონი მძიმე მდგომარეობაშია, საავადმყოფოშია, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. ასე აყენებს თავს რუსეთი სამყაროსგან, კაცობრიობისგან კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში”,_ განაცხადა ზელენსკიმ.