უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს. ამის შესახებ მან “ქრონიკას” განუცხადა.
“დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე,”- განმარტა ზელენსკიმ.
კითხვაზე კი აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს დადებითი პასუხი გასცა.
“რატომაც არა. დიახ. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში,”- დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში არიან.