უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა ითანამშრომლოს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და სურვილი აქვს, რუსეთ-უკრაინის ომი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს, _ დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
„არც ერთ ჩვენგანს არ სურს დაუმთავრებელი ომი. უკრაინა მზადაა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, რაც შეიძლება მალე. არავის არ უნდა მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის მძლავრი ხელმძღვანელობის ქვეშ, რათა მივაღწიოთ მყარ მშვიდობას“, _წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა, იმუშაოს სწრაფად, რომ დაამთავროს ომი და ამ გზაზე პირველი ეტაპი უნდა იყოს ტყვეების გაცვლა და ცეცხლის შეწყვეტა, როგორც ჰაერში, ისე _ ზღვაზე.
ზელენსკიმ აღიარა, რომ შეხვედრა თეთრ სახლში „არ წარიმართა ისე, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული“ და მწუხარება გამოთქვა: „ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. მოვიდა დრო ყველაფერი გამოვასწოროთ. ვისურვებდი, რომ მომავალი თანამშრომლობა და ურთიერთობა კონსტრუქციული იყოს“, _ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ჯერ კიდევ მზადაა, ხელი მოაწეროს ხელსეკრულებას სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.
Хочу ще раз наголосити, що Україна прагне до миру.
Ніхто з нас не хоче нескінченної війни. Україна готова якнайшвидше сісти за стіл переговорів, щоб наблизити надійний мир. Ніхто не хоче миру більше, ніж українці. Ми з моєю командою готові працювати під сильним лідерством…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 4, 2025