უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კიევში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთ ეფექტურობასა და გამძლეობას.
”ყოველი წარმატება რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში არის იმის დასტური, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი”, – თქვა ზელენსკიმ.
მან, ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთრხელო მოუწოდა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ
მოკლე გამოსვლის დასასრულს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ურსულა ფონ დერ ლაიენს ასეთ მნიშვნელოვან დღეს კიევში ვიზიტისთვის და თქვა, რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ ერთად გვერდში დრგომით შეიძლება აღდგეს.
„უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე ძლიერი, როგორც რუსეთის სურვილი, გაანადგუროს ევროპა. მაშინ ევროპელების ახალი თაობები მომავალში შეძლებენ ევროპის დღის მშვიდობიანად აღნიშვნას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი