“ჩვენ ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
”ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის ამ ტირანიის წინააღმდეგ, რომელიც რეალურია – და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ნამდვილად მინდა, რომ ერთად გავიმარჯვოთ. უფრო სწორად, კი არ მინდა, დარწმუნებული ვარ”, – თქვა ზელენსკიმ
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს საერთო ღირებულებების გრძნობა და „ცხოვრების გაგება“.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში 21 დეკემბერს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, მოგვიანებით კი კონგრესის წინაშე წარსდგება. ომის დაწყების დღიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა.
ავტორი