,,გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს დაიცავს… გადაიყვანეთ ის თუნდაც უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში ან აშშ–ში“ – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.
“მინდა მივმართო ჩვენს ყველა მეგობარს და გულისხმიერ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა.
აქედან გამომდინარე, მივმართავ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას – აუცილებელია გამოიჩინოთ გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის საღამოს. რაც ახლა მიხეილის [სააკაშვილის] თავს ხდება სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეჩერდეს. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს.
გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის იმის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი