რუსეთთან ომი დასრულდება, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ხალხს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა, იუწყება Ukrinform.
“ომი უკრაინელი ხალხისთვის დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. მართალია. მე ღიად ვამბობ: სხვა არაფერი გვჭირდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწას”, – თქვა პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ უკრაინელებს სურთ დაუბრუნონ თავიანთი მიწა, ხალხი, მაგრამ საკუთარი ნებით, ასევე თავისუფლება და არჩევანის უფლება.