,, ჩვენ ჩვენს ქალაქებს, რომლებიც დამპყრობელმა გაანადგურა, რუსეთის ნებისმიერ ქალაქზე უკეთესს გავხდით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სიძულვილი, რომელიც მტერმა უკრაინის ქალაქებში დაბომბვით შემოიტანა, იქ არ დარჩება.
“მისი კვალი არ იქნება. სიძულვილი ჩვენზე არ არის და ამიტომ მტრის კვალი არ დარჩება. ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ჩვენს ქალაქებს, რომლებიც დამპყრობელმა გაანადგურა, რუსეთის ნებისმიერ ქალაქზე უკეთესს გავხდით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა
პრეზიდენტის თქმით, დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ომის მმოგებას
“არ ვიმალები. არავისი მეშინია. დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ამ ომის მოგებას!”– თქვა ზელენსკიმ.