უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ომს აწარმოებს.
რუსულმა ენერგო კომპანია გაზპრომმა განაცხადა, რომ ამცირებს გაზის ნაკადს გერმანიაში, Nord Stream 1-ის მილსადენის ტურბინაზე სამუშაოებისთვის. ზელენსკი ამას ევროპის წინააღმდეგ გაზით შანტაჟს უწოდებს.
„ევროპის გაზის შანტაჟი, რომელიც მხოლოდ ყოველთვიურად უარესდება, ტერორისტულ სახელმწიფოს სჭირდება, რათა ყველა ევროპელის ცხოვრება გააუარესოს“, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს მიზანმიმართულად იყო განზრახული, რომ ევროპისთვის გართულდეს ზამთრისთვის მომზადება, სიღარიბეზე ყოველგვარი ზრუნვის გარეშე, რომელიც შეიძლება დაზარალდეს ცივ თვეებში.
ევროკავშირმა, რომელმაც გასულ წელს გაზის 40% მიიღო რუსეთიდან, ასევე დაადანაშაულა რუსეთი ენერგიის იარაღად გამოყენებაში.
ორშაბათს გაზპრომმა განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, საჭიროა გაზის მიწოდების შემცირება არსებული დონის ნახევრამდე. გერმანიის მთავრობამ კი თქვა, რომ მიწოდების შეზღუდვისთვის ტექნიკური მიზეზი არ არსებობს.
Nord Stream 1 მილსადენი, რომელიც ბალტიის ზღვით, რუსეთიდან გერმანიაში გადის, კვირების განმავლობაში საკმაოდ დაბალი სიმძლავრით მუშაობდა. თვის დასაწყისში კი გაზსადენი 10-დღიანი ტექნიკური სამუშაოებისთვის მთლიანად დაიხურა.
გასულ თვეში რუსეთმა ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა. ევროკავშირმა რუსეთი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.
ავტორი